saqarTvelos uReltexilebi - dalaris uReltexili

კოორდინატები 43°13`08` ჩ. გ. 42°09`00` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3291 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების დალარისა და უზუნკოლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3291 მ. აგებულია კრისტალური ქანებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ზემო სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.